Monday, November 4, 2013

ყეენის მთა


უცნაური სახელი ჰქვია ამ მთას-ყეენის მთა.არავინ იცის ,რატომ ეწოდა ეს სახელი..........
ამბობენ,აქ ხალხური დღესასწაული -ყეენობა იმართებოდაო...
ახლა კი მშვენიერი მუზეუმია ღია ცის ქვეშ,ავტორი ზურაბ წერეთელია,მონუმენტს ,,საქართველოს მატიანე " ჰქვია....საოცრებააა...
ამაყად დგას სვეტებად ამართული ფრესკები,ისტორიის ფურცლები,გადაჰყურებენ თბილისის ზღვას და დრო ემატება წელთა აღრიცხვას.........
.არ ბერდება ისტორია.არ ძველდება დრო.........
არ ხუნდება ძეგლი-წარსულის დიდება.........

ხედი,ჩემი სახლიდან..............

ეს იტალიუღი პოლიკლინიკაა..............

ეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.......








ჩემი თემქა.
ხედი ჩემი აივნიდან...............წვიმიანი დილა და გაფრენილი ფიქრები....

Saturday, November 2, 2013

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი




გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1969, თბილისი, საქართველო) — ქართველი
ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2012-2013 წლებში. 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.
ბიოგრაფია[რედაქტირება]

1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1992-1995 წლებში მუშაობდა ტურისტული კომპანიის გიდად (სპეციალიზაცია სამთო ტურიზმი).[1] 1994-1995 წლებში „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი. 1996-1997 წლებში თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში.[2] 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობორივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი-პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. 2000-2006 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.[3] 2012 წლის 25 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში განათლების მინისტრად დაინიშნა. ეს პოსტი შეინარჩუნა 2013 წლის 18 ივლისამდე.

2013 წლის 11 მაისს კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა[4]. განცხადება ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რომლის თქმითაც, კოალიციამ მარგველაშვილის კანდიდატურა ერთხმად შეარჩია.[5]

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს.[6]

Monday, June 24, 2013

სადარბაზოების შეკეთება

მერიის თანადაფინანსებით მოხდება სადარბაზოების შეკეთება.განცხადება შეტანილია.მალე განხორციელდება ეს პროექტი.

Sunday, May 12, 2013

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.

ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება.

ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვით და ლოცვით.

უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ.

კვირაცხოვლობა

კვირაცხოვლობა,ეს დღე თითქმის თანასწორია აღდგომისა. ბერძნულად „ანთიბასხა” ეწოდება, ე.ი. პასექის მსგავსი, ისეთივე, როგორიც არის აღდგომა. კვირაცხოვლობა გაცოცხლება, განახლებაა. ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის განიცდის ამ განახლებას. ასე რომ არ იყოს, მას გაუჭირდებოდა მიწიერი ცხოვრება. უფალი ამით უადვილებს ადამიანს, ცხოვრება განვლოს და გახდეს სასუფეველის მკვიდრი.ყოველთვის ხდება პიროვნების განახლება, როცა აღსარებას აბარებს მოძღვარს. ლოცვაში წერია :“აჰა, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე უხილავად დგას და ისმენს შენს სიტყვებს“, ე.ი. ხდება შეხვედრა უფალთან. ადამიანი როდესაც ღებულობს წმიდა ზიარებას, სახლში ლოცულობს, ესაც განახლებაა, შეხვედრაა უფალთან. მაცხოვარმა ბრძანა ამაღლების წინ: აჰა ესე რა, მე თქვენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, სადაც ორნი ან სამნი ჩემი სახელით არიან, მე მათ შორის ვარო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც, ამჟამად, ამ წუთს, ჩვენთანაა და თაყვანს ვცემთ მას. განახლებისათვის საჭიროა მხოლოდ რწმენა ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური,სიყვარული და სასოება. ეს სამი სათნოება თუ გვექნება, ჩვენ გავხდებით მკვიდრნი სასუფევლისა. აი, ეს განახლება და უფალთან შეხვედრა იქნება უფრო ხშირი, უფრო ძლიერი.

გილოცავთ კვირაცხოვლობას და მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი,“ მამისა და სულისა წმიდისა“ იყოს თქვენთან და საქართველოსთან. ამინ!

2013 წელი და დიდი სიხარული