Friday, December 3, 2010

მზიანეთი


თბილისი ნათელი ფერების ქალაქი
ქ. თბილისის მერიამ  შეიმუშავა პროგრამა, რომელიც წლების მანძილზე გაუფერულებული ფასადების წესრიგში მოყვანას ითვალისწინებს.
თბილისის ქუჩებში სეირნობისას ლამაზ, მხიარულ ფერებში შეღებილი ფასადები ბუნებრივად გვახალისებს და დადებით განწყობას გვიქმნის.
თბილისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ტრადიციით საოცრად ორიგინალური ქალაქია, სადაც თანაბრად არის წარმოდგენილი, როგორც აზიური კულტურის, ასევე ევროპული ქალაქებისათვის დამახასიათებელი ელემენტები.
ეს კულტურული “სიჭრელე” ნათლად აისახება ქალაქის არქიტექტურაზეც, რომელიც ძალზედ ეკლექტურია.
აღდგენილია და რეკონსტრუირებულია ასობით ფასადი. შენობის ფასადების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები კვლავაც გრძელდება.
ლამაზი და მხიარული ფერები კიდევ უფრო გაალამაზებს და ხალისს შემატებს ჩვენს დედაქალაქს. 
ერთად ვიცხოვროთ ნათელი ფერების ქალაქში...

სისუფთავის ქალაქი


დასუფთავებული ქუჩები, ხალისიანი გარემო,
ბედნიერი სახეებით მოსიარულე მოქალაქეები -
ეს არის ყოველი თბილისელის ოცნება

2006 წლიდან თბილისში “მეეზოვის დღე” ტრადიციულად 31 ივლისს აღინიშნება.
ქალაქის  სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 000 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია, ვიდრე წლების წინ იყო. ამ მიმართულებით თბილისის მერია სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

წლების განმავლობაში არსებობდა საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერების პრობლემა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ბუნკერები ამორტიზირებული, უსუფთაო და ყოველგვარი ინფექციის წყარო იყო. თბილისის მერის ინიციატივით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ეს პრობლემა მოგვარდა. დაიხურა ბუნკერები და მათ სპეციალური კონტეინერები ჩაენაცვლა.

ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ობიექტზე მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც პოლიგონის, ასევე მისი შემოგარენის ეკოლოგიური მდგომარეობა. 
ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოგვმართეთ მერიის ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში.
72 22 22

გნებავთ აღვადგინოთ ლიფტი?



ამორტიზებული  ლიფტების მოდერნიზაცია 
 
,,თბილისის კორპუს”-ს აქვს ამხანაგობებისთვის ახალი შეთავაზება - ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაცია (კაპიტალური შეკეთება).

(ამხანაგობის წილი - 30%, მერიის წილი- 70%)

 ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს - 30%-ს ქ. თბილისის მერია სესხის სახით, 4 წლის ვადით, გასცემს ამხანაგობაზე.
 აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის სახელით განცხადებით მიმართავს სამსახურს.
 თუ წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია პროგრამასთან და ლიფტის აღდგენა შეუძლებელია მიმდინარე შეკეთების გზით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
 განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიანი სახლის სადარბაზოს, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასევე სადარბაზოში მცხოვრებ პენსიონერთა რაოდენობას.
 სამუშაოებს აწარმოებს მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მომსახურე ორგანიზაცია.
 მერიასა და ამხანაგობას შორის, თანამონაწილეობის წილის სესხად გაცემის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის სახელით წარადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ნოტარიულად დამოწმებულ საერთო კრების ოქმს, რომლის მიხედვით, ამხანაგობის წევრთა 2/3 თანახმაა სესხის აღებაზე და უფლებამოსილებას ანიჭებს ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით მოაწეროს ხელი სესხის ხელშეკრულებას. კრების ოქმში ასახული უნდა იყოს ამხანაგობის იმ წევრთა თანხმობა, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ სესხის სახით გაცემული თანამონაწილეობის წილის დაფარვას.

 მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ მერიასა და ამხანაგობას შორის ფორმდება სესხის ხელშეკრულება.