Tuesday, April 27, 2010

მესაკუთრე ვალდებულია:

მესაკუთრე,
განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა,
სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია ,თავისი წილის შესაბამისად, 
გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების 
მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები.

რა არის ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება?

ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა:
  1. მიწის ნაკვეთი
  2. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა
  3. საძირკვლები,კარკასი,კედლები,საერთო  სარგებლობის აივნები,სართულშუა გადახურვები,მოაჯირები,ლავგარდანები(კარნიზები),საწვიმარი მილები და ა.შ.
  4. სადარბაზოები,დერეფნები,კიბის უჯრედები,სარდაფები,სხვენები,საქვაბეები,სახურავები,ლიფტები, და ა.შ.,რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
  5. სატრანზიტო გაყვანილობა. 

Thursday, April 15, 2010

ფოტოსურათები:









ოქმები

1.  ოქმი № 1.-ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმი.
                                                     თარიღი:2006 წელი.11 მარტი 
                        დღის წესრიგი: 
  • ამხანაგობის ჩამოყალიბება
  • ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა 


 2.ოქმი №1.-ბინის მესაკუთრეთა  ამხანაგობის საერთო კრების ოქმი.
                                                         თარიღი:2010 წელი.1 აპრილი. 
                      დღის წესრიგი:
  • ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა
  • უფლებამოსილების განსაზღვრა
  • თბილისის კორპუსის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა. 

,,თბილისის კორპუსში” განცხადების წარდგენა

     1.განცხადებები მიიღება ყოველი თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით.
     2.განცხადებას თან უნდა ერთვოდეს
  •    ,,თბილისის კორპუსის”  მიერ  გაცმული აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი.
  • მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი 2 ეგზემპლარად. 

     მომსახურე ორგანიზაციის მოძიებას,ხარჯთაღრიცხვის  შედგენასა და სხვა სახის ურთიერთობებს აწესრიგებს კორპუსის თავმჯდომარე. 



Saturday, April 10, 2010

განცხადებები:

 გია ჩაჩანიძეს!
ბატონო გია!მთელი კორპუსის საერთო შემადგენლობა გილოცავს დაბადების დღეს-6 აპრილს....
გეშრომოს და გექეიფოს ,
აგეწიოს ყანწები...
კმაყოფილი გყოლებოდეს
მთელი უბნის კაცები...
სიურპრიზით გააოცე ცოლი ,შვილი,ოჯახი...
სულ გვეძახოს გაოცებით:
კაცია და რა კაცი!
იხარე და იბედნიერე,უბნის იმედად,ბატონო გია! 


                              გალინა ჩაჩანიძეს!
გილოცავთ დაბადების დღეს-10 აპრილს!
გისურვებთ წარმატებებს საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში....იხარე და იბედნიერე,ჩვენო ლამაზო და საამაყო გოგონავ!




 ნატო დარბაიძეს!
დაბადების დღეს გილოცავ,.
ჩემო ძვირფასო ნატო...
სულ სიხარული გქონოდეს.
არ ყოფილიყო მარტო...


გილოცავ ამ ლამაზ დღეს-26 აპრილს!
                                  ლიკა 

ახალი ამბები

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თემქის მოსახლეობას მიულოცა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ.ის ესაუბრა მოსახლეობას იმ პრობლემებზე,რომელიც დგას მოსახლეობის წინაშე...ერთ-ერთი მთავარი მათ შორის დასაქმების პრობლემაა...აღუქვა მათ დახმარება ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში.

არჩევნებიდან-არჩევნებამდე






















ისინი სკოლის ხშირი სტუმრები არიან...ამჯერად N32 საჯარო სკოლის დამსახურებულმა პედაგოგმა დოდო თელიამ მათ გაკვეთილი ჩაუტარა,სკოლის მერხებთან დასხა ისინი, როგორც პირველკლასელები და გაკვეთილი ჩაუტარა.........

სამუშაო გეგმა

1.კორპუსის მიმდებარე წითელი ზოლის დამტკიცება

2.სახურავის შეკეთება

3.ლიფტის აღდგენა მე-2 სადარბაზოში

4. ეზოს ასფალტირება-(უკვე გაკეთდა)

5.ლიფტი პირველ სადარბაზოში(აღდგენილია) 

ჩემი ეზო



















კორპუსის ეზო არის კორპუსის მცხოვრებთა არა კერძო,
არამედ საერთო საკუთრება!

ჩემი კორპუსი

ჩემი კორპუსი მდებარეობს თემქის დასახლებაში,ზღვისუბანი...

ტიპი:ქალაქური რვასართულიანი კორპუსი.
            სწორი გადახურვა.
            ელექტროენერგია.
            გაზი.
            წყალი.
             ინტერნეტ-ქსელი. 
 

კორპუსის თავმჯდომარეები

პირველი თავმჯდომარე:მარინე ქველაძე
                                            არჩეული იქნა 2006 წლის 11 მარტს.
                                            










მეორე თავმჯდომარე:ლია ჩხაიძე 
                                             არჩეული იქნა 2010 წლის 1 აპრილს.
                                              

ამხანაგობის ისტორია,მისამართი

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალსართულიან სახლსი მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი.მათ შორის,კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.ის არ არის იურიდიული პირი.

ამხანაგობის მიზანია:ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობა,ექსპლუატაცია და გაუმჯობესება,საერთო ქონების მოვლა.

ამხანაგობა ,,მზიანეთი“შეიქმნა 2006 წელს.4 წლის განმავლობაში თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი მარინე ქველაძე.
2010 წელს აირჩიეს ახალი თავმჯდომარე,ქალბატონი ლია ჩხაიძე. 

მისამართი:თბილისი.თემქა.მე-11 მიკრო რაიონი.მე-2 კვარტალი.25-ე კორპუსი.

გლდანი-ნაძალადევის რაიონი

გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელია:ნოდარ სანდუხაძე.