Saturday, November 20, 2010

თბილისური შემოდგომა


შემოდგომის ფერებით ივსება ბუნება

ამბობბენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო.მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა. მახსოვს წელიწადის დროების გადახასიათებისას შემოდგომას ასე აღვწერდით: თბილი ფერები,ფოთოლცვენა, ბუნების გაფერადება…..ბუნების გაფერადება-დიახ! ზუსტად შემოდგომაზეა საჭირო უამრავი თბილი ფერი.წითელი,ყვითელი,ოდნავ მწვანე.ბუნებაც ნელ-ნელა ფერადდება.ისევე როგორც მხატვარი აფერადებს ნახატს….გრძნობ როგორი სიგრილეა გარეთ და შენს წინ დაგდებულ ფოთოლს აკვირდება.. მწვანეს,წითელს.გარეთ შემოდგომა დადგა…მალე ალბათ წვიმაც წამოვა..აცივდება.
ამბობენ,შემოდგომა სევდიანიაო! არა,მე არ ვფიქრობ ასე.მერე რა რომ,წვიმს,ცაზე ღრუბელია….შემოდგომას აქვს თავისი სილამაზე. სილამაზე,რომელიც ფერადია,ჩაფიქრებული,ოდნავ სევდიანი,მაგრამ მხიარულიც.
შემოდგომა დადგა!!!!!ჩემს ბლოგზეც დაიწყო შემოდგომა….ნამდვილი შემოდგომა



დაყვითლებია ხეებს თითები....
ქარვისფრადაა დანაბინდები.....
ფერთა პალიტრა გასაოცარი....
 ბუნება თავის ბედის მლოცავი.............

Friday, November 19, 2010

თაობათა კავშირი-დეპუტატები სკოლაში

ზოგჯერ ბავშვსაც უნდა მოუსმინო,იქნებ სიმართლე მისი პირით შეიტყო.....დეპუტატები სწორედ მოსწავლეების მოსასმენად მივიდნენ ქ.თბილისის §32 საჯარო სკოლაში(დირექტორი ნანა ქაჯაია).
ბატონი მერაბ სამადაშვილი,მამუკა გუგეშაშვილი,ვახტანგ ცაგარეიშვილი,შოთა ქურდაძე,მურმან თხელიძე და სხვები აღფრთოვანებულები დარჩნენ ბავშვების თავისუფალი აზროვნებითა და მასწავლებლის-ასმათ ჭარელიძის მჭევრმეტყველებით.







ბავშვობაში დაბრუნება

2010 წლის 18 ნოემბერს სკოლის მერხებთან ,ბავშვებთან ერთად, უფროსი ადამიანებიც ისხდნენ....ისინი ამჯერად არა საკრებულოს სხდომებს, არა პარლამენტის სხდომებს, არამედ გაკვეთილს ესწრებოდნენ....აკაკი წერეთლის საიუბილეო წელი.....170 წლისთავი.....,,ბაში-აჩუკი”....საქართველოს ისტორიის სისხლიანი ფურცელი.....სიტყვაში გაცოცხლებული მატიანე....მსჯელობა საქართველოს ბედ-იღბალზე.....გულანთებული ბავშვები და კმაყოფილი სტუმრები....დამაშვრალი პედაგოგოები და ბედნიერი მზერა....იმედი იმისა,რომ საქართველოს გადაშენება არ უწერია.....
 ,,კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი...”