Thursday, December 29, 2011

ახალი 2012 წელი მობრძანდება!



მომილოცნია!
წელი ახალი მობრძანდება ახლის იმედით.ახლის ძიებით...ახალი ფიქრით....ახალი რწმენით....

სრულიად საქართველოს დაჰბედებოდეს მშვიდობა,ხვავი,ბარაქა,სიმრავლე,ქორწილი და ლხინი...........მატება და შენება............



Tuesday, September 20, 2011

ლიფტის გაკეთება დასრულდა

გილოცავთ! .ლიფტი მუშაობს მეორე სადარბაზოშიც.

Saturday, May 14, 2011

თამარობას გილოცავთ!

წმინდა თამარის ხსენების დღეა 14 მაისი...
გილოცავთ თამარობას...........
გადმოხედოს დედა-დედოფალმა სრულიად საქართველოს და დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას ის დიდებული დრო - ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში..........

ლიფტის შეკეთება!

2011 წლის 10 მაისს თბილისის კორპუსსი შევიტანე განცხადება 25-ე კორპუსის მეორე სადარბაზოსი ლიფტის აღდგენასთან დაკავშირებით.........ერთ თვეში მივიღებთ დაფინანსებას..........დაიწყება ლიფტის აღდგენა.და ეს პრობლემაც მოგვარდება...

Tuesday, April 19, 2011

სერტიფიკატების გადაცემა

2011 წლის 19 აპრილს ინგლისურის სასწავლო კურსის სერტიფიკატები გადასცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ჯგუფის წევრებს....

Saturday, April 16, 2011

ინგლისურის ჯგუფის ბანკეტი

ძალიან კარგი ჯგუფი გამოვიდა, დავუახლოვდით ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობა ისევ გაგრძელდება.........დიდი მადლობა ამისათვის მერიას......... 
  

ლია ჩხაიძე, ნაირა ხუციშვილი, შორენა 
 დათო,მიშა,მერაბი,ზურა,ილია -ბიჭები და რა ბიჭები.............ქართველები.....სასმისით ხელში............
ბესო ზარიძე -  არაჩვეულებრივი თამადა.............

ილია,თამრიკო,ნათია,ტეა,ჯანო.
როგორ ძალიან მიყვარს ეს ადამიანები............ 




Friday, March 11, 2011

ჩვენი ინგლისურის გაკვეთილები ისევ გრძელდება...............




             ჩვენი ინგლისურის გაკვეთილები ისევ გრძელდება..........

ჩვენც ,,სამოთხის გვრიტებივით" ვსხედვართ და ვეუფლებით ცოდნას.ზოგს მეტად გამოდის, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ რას იზამ?!

Monday, February 14, 2011

გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა






გაიხსნა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ახალი შენობა....
გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ საზეიმოდ გახსნა შენობა და საქმიანი შეხვედრა გამართა კორპუსის თავმჯდომარეებთან.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები: ვახტანგ ცაგარეიშვილი, მერაბ სამადაშვილი  და სხვები.
იყო აზრთა გაცვლა-გაზიარება, დაისახა მომავლის გეგმები.

Saturday, February 5, 2011

გლდანი-ნაძალადევის გამგეობა


ქართული თუ ინგლისური?





ინგლისურის შესწავლას დიდი მონდომებით ემსახურება პედაგოგი ინგა ბალავაძე. მოსწავლეები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები არიან. ამდენად, მათი შესაძლებლობანიც განსხვავებულია. სახელმძღვანელოები საინტერესო და გასაგებია, ენა რთულია, მაგრამ ურთიერთგაგების მომენტები ყველაზე კარგია.....
კარგია ინგლისური, მაგრამ მე მაინც ჩემი ქართული მირჩევნია..........რას იზამ!   

მერიის პროგრამა დასაქმებისათვის

მერიის  ,,პროგრა  დასაქმებისატვის" ითვალისწინებს ინგლისურისა და კომპიუტერის უფასოდ სწავლებას. შეგიძლიათ ჩაეწეროთ მუნიციპალიტეტის მისაღებში!
თბილისის მერი ინგლისური ენის გაკვეთილს დაესწრო


თბილისის მერიამ 2010 წლის დასაწყისში დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების: ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ჩამოაყალიბა. ნებისმიერ თბილისელს შესაძლებლობას აქვს უფასოდ შეისწავლოს ინგლისური ენა და კომპიუტერი, რათა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს და ადვილად შეძლოს სასურველი სამსახურის მოძებნა. პროექტის დაწყებიდან დღემდე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 10 500 ადამიანმა დაამთავრა, ხოლო კომპიუტერს 16 075 ადამიანი დაეუფლა. მათ მიღებული ცოდნის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 2011 წლიდან სასწავლო კურსებს მაღალი საფეხურები დაემატა, რაც ინგლისური ენისა და კომპიუტერის ისეთი პროგრამების შესწავლას ითვალისწინებს, რომელიც კურსდამთავრებულებს კონკრეტული სამუშაოების შესრულებაში დაეხმარება. სასწავლო კურსი სამი საფეხურისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა ცოდნის დონეების მიხედვით 3-6 თვემდე ვადით განისაზღვრება.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი თბილისის მერიის თანამშრომლებისთვისაც შეიქმნა. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მერიის ნებისმიერ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს ცოდნა კვალიფიციური პედაგოგების დახმარებით აიმაღლოს. წლის ბოლომდე მერიის ყველა თანამშრომელი შეძლებს, სურვილის შემთხვევაში ინგლისური ენა შეისწავლოს. ამჟამად ინგლისურს თბილისის მერიის 200 თანამშრომელი ეუფლება. ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე სწავლების მსურველთა დარეგისტრირება გრძელდება. კურსდამთავრებულთა მონაცემები მერიაში არსებულ დასაქმების მსურველთა ერთიან ბაზაში აღირიცხება. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო სექტორთან და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში მათი მონაცემები დამსაქმებელ კომპანიას ეგზავნება. დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზიდან დღეისათვის 200–ზე მეტი კურსდამთავრებული დასაქმდა. ინგლისური ენის გაკვეთილს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და სასწავლო პროცესის შესახებ თანამშრომლებს გაესაუბრა. გიგი უგულავა: უნდა ავღნიშნო. რომ ჩვენი პროგრამით რომელიც ყველა თბილისელისთვის ღიაა, უკვე ინგლისურის ნაწილში დაახლოებით 10 000, ხოლო კომპიუტერში 16 000 ადამიანმა ისარგებლა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასევე დავიწყოთ ანალოგიური კურსები მერიის ყველა თანამშრომლისთვის. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებში უფრო მაღალი სტანდარტი უნდა იყოს და ჩვენ არა ჩანაცვლებით, არამედ შესაძლებლობის მიცემით უნდა შევეცადოთ ამ კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს თანამედროვე სამუშაოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. 
თქვენ ხედავთ ,რომ აქ არ არის თანამდებობრივი განსხვავება. სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი და სამსახურის უფროსი ერთად სხედან. ჟგუფები შედგენილია ცოდნის მიხედვით. მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო სამსახურში ამ შემთხვევაში მერიის ყველა ორგანოში იყოს უფრო მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რაც უფრო მეტად ეფექტურს გახდის მუშაობას, რაც საბოლოო ჯამში ყველა თბილისელის ინტერესს წარმოადგენს.