Friday, December 3, 2010

გნებავთ აღვადგინოთ ლიფტი?



ამორტიზებული  ლიფტების მოდერნიზაცია 
 
,,თბილისის კორპუს”-ს აქვს ამხანაგობებისთვის ახალი შეთავაზება - ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაცია (კაპიტალური შეკეთება).

(ამხანაგობის წილი - 30%, მერიის წილი- 70%)

 ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს - 30%-ს ქ. თბილისის მერია სესხის სახით, 4 წლის ვადით, გასცემს ამხანაგობაზე.
 აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის სახელით განცხადებით მიმართავს სამსახურს.
 თუ წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია პროგრამასთან და ლიფტის აღდგენა შეუძლებელია მიმდინარე შეკეთების გზით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
 განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიანი სახლის სადარბაზოს, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასევე სადარბაზოში მცხოვრებ პენსიონერთა რაოდენობას.
 სამუშაოებს აწარმოებს მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მომსახურე ორგანიზაცია.
 მერიასა და ამხანაგობას შორის, თანამონაწილეობის წილის სესხად გაცემის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის სახელით წარადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ნოტარიულად დამოწმებულ საერთო კრების ოქმს, რომლის მიხედვით, ამხანაგობის წევრთა 2/3 თანახმაა სესხის აღებაზე და უფლებამოსილებას ანიჭებს ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით მოაწეროს ხელი სესხის ხელშეკრულებას. კრების ოქმში ასახული უნდა იყოს ამხანაგობის იმ წევრთა თანხმობა, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ სესხის სახით გაცემული თანამონაწილეობის წილის დაფარვას.

 მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ მერიასა და ამხანაგობას შორის ფორმდება სესხის ხელშეკრულება.

No comments:

Post a Comment