თბილისი ნათელი ფერების ქალაქი
ქ. თბილისის მერიამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც წლების მანძილზე გაუფერულებული ფასადების წესრიგში მოყვანას ითვალისწინებს.
თბილისის ქუჩებში სეირნობისას ლამაზ, მხიარულ ფერებში შეღებილი ფასადები ბუნებრივად გვახალისებს და დადებით განწყობას გვიქმნის.
თბილისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ტრადიციით საოცრად ორიგინალური ქალაქია, სადაც თანაბრად არის წარმოდგენილი, როგორც აზიური კულტურის, ასევე ევროპული ქალაქებისათვის დამახასიათებელი ელემენტები.
ეს კულტურული “სიჭრელე” ნათლად აისახება ქალაქის არქიტექტურაზეც, რომელიც ძალზედ ეკლექტურია.
აღდგენილია და რეკონსტრუირებულია ასობით ფასადი. შენობის ფასადების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები კვლავაც გრძელდება.
ლამაზი და მხიარული ფერები კიდევ უფრო გაალამაზებს და ხალისს შემატებს ჩვენს დედაქალაქს.

ერთად ვიცხოვროთ ნათელი ფერების ქალაქში...
No comments:
Post a Comment