დასუფთავებული ქუჩები, ხალისიანი გარემო,
ბედნიერი სახეებით მოსიარულე მოქალაქეები -
ეს არის ყოველი თბილისელის ოცნება
ბედნიერი სახეებით მოსიარულე მოქალაქეები -
ეს არის ყოველი თბილისელის ოცნება
2006 წლიდან თბილისში “მეეზოვის დღე” ტრადიციულად 31 ივლისს აღინიშნება.
ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 000 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია, ვიდრე წლების წინ იყო. ამ მიმართულებით თბილისის მერია სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
წლების განმავლობაში არსებობდა საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერების პრობლემა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ბუნკერები ამორტიზირებული, უსუფთაო და ყოველგვარი ინფექციის წყარო იყო. თბილისის მერის ინიციატივით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ეს პრობლემა მოგვარდა. დაიხურა ბუნკერები და მათ სპეციალური კონტეინერები ჩაენაცვლა.
ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ობიექტზე მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც პოლიგონის, ასევე მისი შემოგარენის ეკოლოგიური მდგომარეობა.
ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოგვმართეთ მერიის ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში.
72 22 22
72 22 22
No comments:
Post a Comment