თუ თქვენ მშენებლობის დაწყება გსურთ, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს "თბილისის არქიტექტურის სამსახურს".
მისამართი: ჟ. შარტავას N 7
მშენებლობის ნებართვის ასაღებად 3 ეტაპს გაივლით.
თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია 4 ეგზემპლარად.
1) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავთ მიზნად.
2) საკუთრების დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);
3) ტოპორუკა მასშტაბით 1:500 და 1:2000;
4) გარემოს ამსახველი ფოტომასალა;
5) თანამესაკუთრის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა.
პირველი ეტაპის შემდეგ თქვენ მოგცემენ ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის ადმინისტრაციულ აქტს, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გადასასვლელად 30 დღის ვადაში კვლავ მიბრძანდებით თბილისის არქიტექტურის სამსახურში.
პროექტის შესათანხმებლად თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი;
3) ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
4) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
მეორე ეტაპის შემდეგ თქვენ მოგცემენ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციულ აქტს და 20 დღის ვადაში დაგიბარებენ თბილისის არქიტექტურის სამსახურში.
რისთვისაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) არქიტექტურულ სამშენებლო პროექტი
2) მშენებლობის ორგანიზების პროექტი
3) ტექნიკური პირობები, რომელსაც თქვენ მოგცემენ თელასში, თბილისის წყალში და ,,ყაზტრანსგაზში";
4)მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი რეესტრიდან.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობისას კი უნდა წარადგინოთ საექსპერტო დასკვნა და საექსპერტო ორგანიზაციასთან ან ექსპერტთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ იღებთ საექსპერტო ორგანიზაციაში ან ექსპერტისაგან;
მესამე ეტაპის შემდეგ 10 დღის ვადაში თქვენ მიიღებთ მშენებლობის ნებართავს.
მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2. თანამესაკუთრეების არსებობის შემთხვევაში თანამესაკუთრეების თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული;
3. სრული არქიტექტურული პროექტი:
• არსებული შენობის ფოტოსურათი,
• განმარტებითი ბარათი,
• სატიტულო ფურცელი,
• არსებული გეგმა,
• პერსპექტიული გეგმა,
• არსებული ფასადის გეგმა,
• პერსპექტიული ფასადის გეგმა,
• არსებული შენობის ჭრილი,
• შენობის პერსპექტიული ჭრილი,
• ფოტო-მონტაჟი,
• სიტუაციური გეგმა მასშტაბით: 1:500 და 1:2000.
შენიშვნა: საყრდენი კედლის შემთხვევაში,SS საჭიროა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული სეისმური დასკვნა (კონსტრუქციული პროექტი გამაგრებითი სამუშაოებისთვის).
ნებადართულია მხოლოდ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე. ნებართვის ასაღებად მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს. თქვენ გაივლით სამ სავალდებულო ეტაპს:
1. ქალაქმშენებლობითი პირობების მომზადება;
2. პროექტის შეთანხმება;
3. ნებართვის აღება.
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია ყოველგვარი მიშენება-დაშენება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ოქტომბრის #1020 და ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1992 წლის 3 სექტემბრის #06.04.45 დადგენილებებით.
No comments:
Post a Comment