Tuesday, December 28, 2010

ახალი წელი

                          თბილისი ნაძვის ხეს ემსგავსება
თბილისში საახალწლოდ მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ქალაქი ულამაზესი გირლიანდებითა და ფერადი ნათურებით ირთვება. საახალწლო განწყობა განსაკუთრებით ღამით მძაფრდება – ერთმანეთის მიყოლებით ინთება თეთრი, ლურჯი, მოყვითალო ფიფქები, შენობები ნაირფერი გირლიანდების ,,ნიაღვარშია” ჩაფლული, ქუჩებში კი სხვადასხვაფრად აბრიალებული ხეები ,,ამოიზრდებიან.” თბილისი საახალწლოდ ფერადი სათამაშოებით მორთულ ულამაზეს ნაძვის ხეს ემსგავსება.  



                                         
   ახალი წლის ღამე  
საახალწლო ღონისძიებები კულმინაციას საზეიმო ღამეს აღწევენ. ქალაქის ცენტრი – თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გაყოლებაზე ვარდების მოედნამდე ზღაპრის ჯადოსნურ პერსონაჟებს, მუსიკოსებს, საკარნავალოდ გამოწყობილ მსახიობებს ეთმობათ. საზეიმო გარემო ულამაზესად მორთული რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ყოველ კუთხე-კუნჭულშია გამეფებული.
                                     
 

   თბილისი ნაძვის ხეს ემსგავსება  
თბილისში საახალწლოდ მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ქალაქი ულამაზესი გირლიანდებითა და ფერადი ნათურებით ირთვება. საახალწლო განწყობა განსაკუთრებით ღამით მძაფრდება – ერთმანეთის მიყოლებით ინთება თეთრი, ლურჯი, მოყვითალო ფიფქები, შენობები ნაირფერი გირლიანდების ,,ნიაღვარშია” ჩაფლული, ქუჩებში კი სხვადასხვაფრად აბრიალებული ხეები ,,ამოიზრდებიან.” თბილისი საახალწლოდ ფერადი სათამაშოებით მორთულ ულამაზეს ნაძვის ხეს ემსგავსება. ახალი წლის ღამე საახალწლო ღონისძიებები კულმინაციას საზეიმო ღამეს აღწევენ. ქალაქის ცენტრი – თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გაყოლებაზე ვარდების მოედნამდე ზღაპრის ჯადოსნურ პერსონაჟებს, მუსიკოსებს, საკარნავალოდ გამოწყობილ მსახიობებს ეთმობათ. საზეიმო გარემო ულამაზესად მორთული რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ყოველ კუთხე-კუნჭულშია გამეფებული.

No comments:

Post a Comment