ახალი 2011 წელი მობრძანდება თავისი დიდებულებით!
ეს საახალწლო ნაძვის ხე ქალაქის მერიამ კორპუსის თავმჯდომარეებს უსახსოვრა საახალწლოდ.2011 წელი მობრძანდება მთელი თავისი დიდებულებით....ბავშვობაში შესწავლილი ლექსის სტრიქონები მახსენდება: ,,წელო, წელო ახალო, კვლავ რა უნდა გვახარო?"რა უნდა გვახარო,ახალო წელო? რა უნდა მოიტანო ჩვენს ღვთითკურთხეულ მიწაზე? მშვიდობა და ჯანმრთელობა გვჭირდება ყველაზე მეტად....ხვავი და ბარაქა....სიყვარული და ერთგულება....ატანა და გატანა....მიტევება და სათნოება....გაცემა და გაღება...გაძღოლა და გაბევრება....გამრავლება და აშენება... ლოცვა და გალობა...სიმღერა და გახარება....სინათლე და ამზევება....იმედი და სასოება.....ეს პატარა ნაძვის ხე მართლაც დიდი ყურადღებასა და მოვლას საჭიროებს....ის ბუნებრივია,ცოცხალი არსებაა,უნდა გაიზარდოს,ფრთები გაშალოს,გალაღდეს და ამ პატარა ქოთნიდან უფრო დიდ სავარძელში გადაბრძანდეს, შემდეგ კი კორპუსის ეზოში უნდა გადასახლდეს.........მართლაცდა ორიგინალური საჩუქარია....ეს ნაძვის ხე პირადად ჩემთვის დიდი სიხარულისა სიყვარულის საწინდარია,მწვანე ფერი ხომ განახლებისა და იმედის სიმბოლოა....ახალ 2011 წელს დიდი სითბო და სიკეთე მოეტანოს თითოეული მოქალაქისათვის, სრულიად საქართველოსათვის. დიდი მადლობა დეპუტატ ვახტანგ ცაგარეიშვილსა და კოორდინატორ სპარტაკ წვერავას ყურადღებისა და კეთილი სურვილებისათვის.
No comments:
Post a Comment