შობა -ახალ წელს გილოცავთ თითოეულ მოქალაქეს!
Wednesday, December 29, 2010
Tuesday, December 28, 2010
ახალი წელი
თბილისი ნაძვის ხეს ემსგავსება
თბილისში საახალწლოდ მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ქალაქი ულამაზესი გირლიანდებითა და ფერადი ნათურებით ირთვება. საახალწლო განწყობა განსაკუთრებით ღამით მძაფრდება – ერთმანეთის მიყოლებით ინთება თეთრი, ლურჯი, მოყვითალო ფიფქები, შენობები ნაირფერი გირლიანდების ,,ნიაღვარშია” ჩაფლული, ქუჩებში კი სხვადასხვაფრად აბრიალებული ხეები ,,ამოიზრდებიან.” თბილისი საახალწლოდ ფერადი სათამაშოებით მორთულ ულამაზეს ნაძვის ხეს ემსგავსება.
ახალი წლის ღამე
საახალწლო ღონისძიებები კულმინაციას საზეიმო ღამეს აღწევენ. ქალაქის ცენტრი – თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გაყოლებაზე ვარდების მოედნამდე ზღაპრის ჯადოსნურ პერსონაჟებს, მუსიკოსებს, საკარნავალოდ გამოწყობილ მსახიობებს ეთმობათ. საზეიმო გარემო ულამაზესად მორთული რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ყოველ კუთხე-კუნჭულშია გამეფებული.
თბილისი ნაძვის ხეს ემსგავსება
თბილისში საახალწლოდ მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ქალაქი ულამაზესი გირლიანდებითა და ფერადი ნათურებით ირთვება. საახალწლო განწყობა განსაკუთრებით ღამით მძაფრდება – ერთმანეთის მიყოლებით ინთება თეთრი, ლურჯი, მოყვითალო ფიფქები, შენობები ნაირფერი გირლიანდების ,,ნიაღვარშია” ჩაფლული, ქუჩებში კი სხვადასხვაფრად აბრიალებული ხეები ,,ამოიზრდებიან.” თბილისი საახალწლოდ ფერადი სათამაშოებით მორთულ ულამაზეს ნაძვის ხეს ემსგავსება. ახალი წლის ღამე საახალწლო ღონისძიებები კულმინაციას საზეიმო ღამეს აღწევენ. ქალაქის ცენტრი – თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გაყოლებაზე ვარდების მოედნამდე ზღაპრის ჯადოსნურ პერსონაჟებს, მუსიკოსებს, საკარნავალოდ გამოწყობილ მსახიობებს ეთმობათ. საზეიმო გარემო ულამაზესად მორთული რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ყოველ კუთხე-კუნჭულშია გამეფებული.

ახალი 2011 წელი მობრძანდება თავისი დიდებულებით!
გაეცანით ინფორმაციას!
თუ თქვენ მშენებლობის დაწყება გსურთ, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს "თბილისის არქიტექტურის სამსახურს".
მისამართი: ჟ. შარტავას N 7
მშენებლობის ნებართვის ასაღებად 3 ეტაპს გაივლით.
თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია 4 ეგზემპლარად.
1) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავთ მიზნად.
2) საკუთრების დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);
3) ტოპორუკა მასშტაბით 1:500 და 1:2000;
4) გარემოს ამსახველი ფოტომასალა;
5) თანამესაკუთრის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა.
პირველი ეტაპის შემდეგ თქვენ მოგცემენ ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის ადმინისტრაციულ აქტს, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გადასასვლელად 30 დღის ვადაში კვლავ მიბრძანდებით თბილისის არქიტექტურის სამსახურში.
პროექტის შესათანხმებლად თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი;
3) ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
4) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
მეორე ეტაპის შემდეგ თქვენ მოგცემენ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციულ აქტს და 20 დღის ვადაში დაგიბარებენ თბილისის არქიტექტურის სამსახურში.
რისთვისაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) არქიტექტურულ სამშენებლო პროექტი
2) მშენებლობის ორგანიზების პროექტი
3) ტექნიკური პირობები, რომელსაც თქვენ მოგცემენ თელასში, თბილისის წყალში და ,,ყაზტრანსგაზში";
4)მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი რეესტრიდან.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობისას კი უნდა წარადგინოთ საექსპერტო დასკვნა და საექსპერტო ორგანიზაციასთან ან ექსპერტთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ იღებთ საექსპერტო ორგანიზაციაში ან ექსპერტისაგან;
მესამე ეტაპის შემდეგ 10 დღის ვადაში თქვენ მიიღებთ მშენებლობის ნებართავს.
მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2. თანამესაკუთრეების არსებობის შემთხვევაში თანამესაკუთრეების თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული;
3. სრული არქიტექტურული პროექტი:
• არსებული შენობის ფოტოსურათი,
• განმარტებითი ბარათი,
• სატიტულო ფურცელი,
• არსებული გეგმა,
• პერსპექტიული გეგმა,
• არსებული ფასადის გეგმა,
• პერსპექტიული ფასადის გეგმა,
• არსებული შენობის ჭრილი,
• შენობის პერსპექტიული ჭრილი,
• ფოტო-მონტაჟი,
• სიტუაციური გეგმა მასშტაბით: 1:500 და 1:2000.
შენიშვნა: საყრდენი კედლის შემთხვევაში,SS საჭიროა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული სეისმური დასკვნა (კონსტრუქციული პროექტი გამაგრებითი სამუშაოებისთვის).
ნებადართულია მხოლოდ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე. ნებართვის ასაღებად მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს. თქვენ გაივლით სამ სავალდებულო ეტაპს:
1. ქალაქმშენებლობითი პირობების მომზადება;
2. პროექტის შეთანხმება;
3. ნებართვის აღება.
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია ყოველგვარი მიშენება-დაშენება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ოქტომბრის #1020 და ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1992 წლის 3 სექტემბრის #06.04.45 დადგენილებებით.
Saturday, December 4, 2010
დეკემბერი დადგაო და............
აცივდა....
ზამთრისპირი დამდგარა თბილისში....და არა მარტო თბილისში.....
ბუნება სუსხსსაც გვიგზავნის და სითბოსაც იმეტებს....
–მაშინ, ჩვენ რა მოგვდის, ადამიანებო?!გავიმეტოთ ღიმილი და სითბო ერთმანეთისათვის, დავძლიოთ ბუნებისაგან გამოგზავნილი სიცივე ჩვენს გულებში აგიზგიზებული ცეცხლით! –მაინც,რა ჰქვია ამ ცეცხლს?! დამავიწყდა....შემახსენე!...
–რა? ვერგავიგე.....შენც ვერ იხსენებ სახელს?
–მაშინ მაგრძნობინე!
![Photoshop - Луна над полем](https://lh3.googleusercontent.com/blogger_img_proxy/AEn0k_vhEld3ZSsNK8mj1RjoyMSrm_tAYD8RoEzj9eljJiMGzgCcWKvz3CNJNYlpJRmqF6rI3ylJ7pG74wNQZhWUmTvmI58LsjCGeHEf9NmvhFIyMN5-yemrn4IGFpyv5beLcb3BIDl2XTm7XNmqmp6RJMt_KylWXyx1h4AL2o4=s0-d)
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.
ზამთრისპირი დამდგარა თბილისში....და არა მარტო თბილისში.....
ბუნება სუსხსსაც გვიგზავნის და სითბოსაც იმეტებს....
–მაშინ, ჩვენ რა მოგვდის, ადამიანებო?!გავიმეტოთ ღიმილი და სითბო ერთმანეთისათვის, დავძლიოთ ბუნებისაგან გამოგზავნილი სიცივე ჩვენს გულებში აგიზგიზებული ცეცხლით! –მაინც,რა ჰქვია ამ ცეცხლს?! დამავიწყდა....შემახსენე!...
–რა? ვერგავიგე.....შენც ვერ იხსენებ სახელს?
–მაშინ მაგრძნობინე!
სიყვარულის ახსნა
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.
ტეგები:
ქალაქის გამწვანება
|
Friday, December 3, 2010
მზიანეთი
თბილისი ნათელი ფერების ქალაქი
ქ. თბილისის მერიამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც წლების მანძილზე გაუფერულებული ფასადების წესრიგში მოყვანას ითვალისწინებს.
თბილისის ქუჩებში სეირნობისას ლამაზ, მხიარულ ფერებში შეღებილი ფასადები ბუნებრივად გვახალისებს და დადებით განწყობას გვიქმნის.
თბილისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ტრადიციით საოცრად ორიგინალური ქალაქია, სადაც თანაბრად არის წარმოდგენილი, როგორც აზიური კულტურის, ასევე ევროპული ქალაქებისათვის დამახასიათებელი ელემენტები.
ეს კულტურული “სიჭრელე” ნათლად აისახება ქალაქის არქიტექტურაზეც, რომელიც ძალზედ ეკლექტურია.
აღდგენილია და რეკონსტრუირებულია ასობით ფასადი. შენობის ფასადების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები კვლავაც გრძელდება.
ლამაზი და მხიარული ფერები კიდევ უფრო გაალამაზებს და ხალისს შემატებს ჩვენს დედაქალაქს.

ერთად ვიცხოვროთ ნათელი ფერების ქალაქში...
სისუფთავის ქალაქი
დასუფთავებული ქუჩები, ხალისიანი გარემო,
ბედნიერი სახეებით მოსიარულე მოქალაქეები -
ეს არის ყოველი თბილისელის ოცნება
ბედნიერი სახეებით მოსიარულე მოქალაქეები -
ეს არის ყოველი თბილისელის ოცნება
2006 წლიდან თბილისში “მეეზოვის დღე” ტრადიციულად 31 ივლისს აღინიშნება.
ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 000 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია, ვიდრე წლების წინ იყო. ამ მიმართულებით თბილისის მერია სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
წლების განმავლობაში არსებობდა საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერების პრობლემა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ბუნკერები ამორტიზირებული, უსუფთაო და ყოველგვარი ინფექციის წყარო იყო. თბილისის მერის ინიციატივით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ეს პრობლემა მოგვარდა. დაიხურა ბუნკერები და მათ სპეციალური კონტეინერები ჩაენაცვლა.
ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ობიექტზე მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც პოლიგონის, ასევე მისი შემოგარენის ეკოლოგიური მდგომარეობა.
ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოგვმართეთ მერიის ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში.
72 22 22
72 22 22
გნებავთ აღვადგინოთ ლიფტი?
|
Saturday, November 20, 2010
თბილისური შემოდგომა
შემოდგომის ფერებით ივსება ბუნება
Posted on September 6, 2010 by alleskreativ
ამბობენ,შემოდგომა სევდიანიაო! არა,მე არ ვფიქრობ ასე.მერე რა რომ,წვიმს,ცაზე ღრუბელია….შემოდგომას აქვს თავისი სილამაზე. სილამაზე,რომელიც ფერადია,ჩაფიქრებული,ოდნავ სევდიანი,მაგრამ მხიარულიც.
დაყვითლებია ხეებს თითები....
ქარვისფრადაა დანაბინდები.....
ფერთა პალიტრა გასაოცარი....
ბუნება თავის ბედის მლოცავი.............
Friday, November 19, 2010
თაობათა კავშირი-დეპუტატები სკოლაში
ზოგჯერ ბავშვსაც უნდა მოუსმინო,იქნებ სიმართლე მისი პირით შეიტყო.....დეპუტატები სწორედ მოსწავლეების მოსასმენად მივიდნენ ქ.თბილისის §32 საჯარო სკოლაში(დირექტორი ნანა ქაჯაია).
ბატონი მერაბ სამადაშვილი,მამუკა გუგეშაშვილი,ვახტანგ ცაგარეიშვილი,შოთა ქურდაძე,მურმან თხელიძე და სხვები აღფრთოვანებულები დარჩნენ ბავშვების თავისუფალი აზროვნებითა და მასწავლებლის-ასმათ ჭარელიძის მჭევრმეტყველებით.

ბავშვობაში დაბრუნება
2010 წლის 18 ნოემბერს სკოლის მერხებთან ,ბავშვებთან ერთად, უფროსი ადამიანებიც ისხდნენ....ისინი ამჯერად არა საკრებულოს სხდომებს, არა პარლამენტის სხდომებს, არამედ გაკვეთილს ესწრებოდნენ....აკაკი წერეთლის საიუბილეო წელი.....170 წლისთავი.....,,ბაში-აჩუკი”....საქართველოს ისტორიის სისხლიანი ფურცელი.....სიტყვაში გაცოცხლებული მატიანე....მსჯელობა საქართველოს ბედ-იღბალზე.....გულანთებული ბავშვები და კმაყოფილი სტუმრები....დამაშვრალი პედაგოგოები და ბედნიერი მზერა....იმედი იმისა,რომ საქართველოს გადაშენება არ უწერია.....
,,კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი...”
,,კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი...”
Saturday, September 18, 2010
გასაკეთებელი კიდევ ბევრია....
ახალი სასწავლო წელი დადგა...
მოსწავლეები სკოლისაკენ მიიჩქარიან....
ალბათ შემოდგომის წვიმიანი სეზონიც დაიწყება....
ქუჩები მოასფალტებულია....
იმედია,ახალგაზრდები აღარ შეწუხდებიან ტალახითა და გზაზე დამდგარი გუბეებით,რაც ადრე ხშირი მოვლენა გახლდათ....
გასაკეთებელი კიდევ ბევრია..........................................
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjHyLnyiL5QVyrm5lktmeIceRpNyxyPeC-uMqarDYy7467yVrO5E6ryn5MB0RFX8XqIVnNp4syas-ywn8biEQu5mq_RaWOMBLTmmowO__KUozFiMOR-ZuQQei-5iHhUE1BiP6ANxLnjVTk/s400/BILD7354.JPG)
მოსწავლეები სკოლისაკენ მიიჩქარიან....
ალბათ შემოდგომის წვიმიანი სეზონიც დაიწყება....
ქუჩები მოასფალტებულია....
იმედია,ახალგაზრდები აღარ შეწუხდებიან ტალახითა და გზაზე დამდგარი გუბეებით,რაც ადრე ხშირი მოვლენა გახლდათ....
გასაკეთებელი კიდევ ბევრია..........................................
Tuesday, July 6, 2010
მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი
საცხოვრებელი სახლი,რომელიც მდებარეობს მისამართზე:თბილისი.თემქა.11 მკრ.რ-ნი.მე-2 კვარტალი.25-ე კორპუსი.
საპროექტო უბნის განაშენიანება მიეკუთვნება მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას.
ტერიტორიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება კორპუსების გამწვანების ზოლი.
აღმოსავლეთით კორპ.№26.დასავლეთით-კორპ.№24.
ეზოში ჩრდილოეთის მხრიდან განლაგებულია 9 ავტოფარეხი.
ტერიტორია კარგადაა გამწვანებული,განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები.
საცხოვრებელი სახლი 8 სართულიანია.შენობის მიერ დაკავებული ფართია 445,43 კვ.მ.კ2=2.2.
შესაბამისად შენობისათვის კ2 კოეფიციენტით კუთვნილი მიწის ფართობია 1619 კვ.მ.
რეალურად ,,წითელი ხაზების” ფართობია 1619 კვ.მ.

Saturday, July 3, 2010
Friday, May 28, 2010
გააკეთე არჩევანი!
ხვალ 30 მაისია!
დიახ,არჩევნებია!
გააკეთე სწორი არჩევანი და არ დარჩები არჩევანის გარეშე!
დიახ,არჩევნებია!
გააკეთე სწორი არჩევანი და არ დარჩები არჩევანის გარეშე!
დაფინანსება მივიღეთ!
ქალაქის მერიამ ჩვენს კორპუსს,ანუ ამხანაგობა ,,მზიანეთს” 3 პროექტი დაუფინანსა:
- სახურავის შეკეთება
- წითელი ზოლების დამტკიცება
- ლიფტის აღდგენა.
Tuesday, April 27, 2010
მესაკუთრე ვალდებულია:
მესაკუთრე,
განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა,
სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია ,თავისი წილის შესაბამისად,
გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების
მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები.

რა არის ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება?
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა:
- მიწის ნაკვეთი
- ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა
- საძირკვლები,კარკასი,კედლები,საერთო სარგებლობის აივნები,სართულშუა გადახურვები,მოაჯირები,ლავგარდანები(კარნიზები),საწვიმარი მილები და ა.შ.
- სადარბაზოები,დერეფნები,კიბის უჯრედები,სარდაფები,სხვენები,საქვაბეები,სახურავები,ლიფტები, და ა.შ.,რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
- სატრანზიტო გაყვანილობა.
Thursday, April 15, 2010
ოქმები
1. ოქმი № 1.-ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმი.
თარიღი:2006 წელი.11 მარტი
დღის წესრიგი:
2.ოქმი №1.-ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმი.
თარიღი:2010 წელი.1 აპრილი.
დღის წესრიგი:
თარიღი:2006 წელი.11 მარტი
დღის წესრიგი:
- ამხანაგობის ჩამოყალიბება
- ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა
2.ოქმი №1.-ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმი.
თარიღი:2010 წელი.1 აპრილი.
დღის წესრიგი:
- ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა
- უფლებამოსილების განსაზღვრა
- თბილისის კორპუსის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა.
,,თბილისის კორპუსში” განცხადების წარდგენა
1.განცხადებები მიიღება ყოველი თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით.
2.განცხადებას თან უნდა ერთვოდეს
მომსახურე ორგანიზაციის მოძიებას,ხარჯთაღრიცხვის შედგენასა და სხვა სახის ურთიერთობებს აწესრიგებს კორპუსის თავმჯდომარე.
2.განცხადებას თან უნდა ერთვოდეს
- ,,თბილისის კორპუსის” მიერ გაცმული აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი.
- მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი 2 ეგზემპლარად.
მომსახურე ორგანიზაციის მოძიებას,ხარჯთაღრიცხვის შედგენასა და სხვა სახის ურთიერთობებს აწესრიგებს კორპუსის თავმჯდომარე.
Saturday, April 10, 2010
განცხადებები:
გია ჩაჩანიძეს!
ბატონო გია!მთელი კორპუსის საერთო შემადგენლობა გილოცავს დაბადების დღეს-6 აპრილს....
გეშრომოს და გექეიფოს ,
აგეწიოს ყანწები...
კმაყოფილი გყოლებოდეს
მთელი უბნის კაცები...
სიურპრიზით გააოცე ცოლი ,შვილი,ოჯახი...
სულ გვეძახოს გაოცებით:
კაცია და რა კაცი!
იხარე და იბედნიერე,უბნის იმედად,ბატონო გია!
გალინა ჩაჩანიძეს!
გილოცავთ დაბადების დღეს-10 აპრილს!
გისურვებთ წარმატებებს საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში....იხარე და იბედნიერე,ჩვენო ლამაზო და საამაყო გოგონავ!
ნატო დარბაიძეს!
დაბადების დღეს გილოცავ,.
ჩემო ძვირფასო ნატო...
სულ სიხარული გქონოდეს.
არ ყოფილიყო მარტო...
გილოცავ ამ ლამაზ დღეს-26 აპრილს!
ლიკა

ახალი ამბები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თემქის მოსახლეობას მიულოცა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ.ის ესაუბრა მოსახლეობას იმ პრობლემებზე,რომელიც დგას მოსახლეობის წინაშე...ერთ-ერთი მთავარი მათ შორის დასაქმების პრობლემაა...აღუქვა მათ დახმარება ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში.
არჩევნებიდან-არჩევნებამდე
Subscribe to:
Posts (Atom)